კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ნახვები: 489 გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე კვირაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ვრცელდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე. ასევე, ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება ყველა შესაბამის უწყებას“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს გუშინ, 29 აგვისტოს თბილისში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებითაც.

„29 აგვისტოს საღამოს საათებიდან თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირდა უხვი ნალექი. წინასწარი მონაცემებით, წუხანდელი სამი საათის განმავლობაში მოსულმა ნალექის რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა 2015 წლის 13 ივნისს, ექვსი საათის განმავლობაში მოსული ნალექის რაოდენობას. ამავე დროს, 2015 წლისგან განსხვავებით, 29 აგვისტოს მოსულმა ნალექმა მოიცვა თბილისის მთელი ტერიტორია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა