Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

ნახვები: 577 სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ხვალ შარლ მიშელს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ბრიუსელში შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შარლ მიშელისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ აღნიშნულია ევროპული საბჭოს ვებგვერდზეც.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს  ბერლინში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ოფიციალური ინფორმაცია დღევანდელი შეხვედრის შესახებ ამ დრომდე არ გავრცელებულა. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელებით გაავრცელა. გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა მხოლოდ ფოტო წარწერით – „მოლაპარაკებები სალომე ზურაბიშვილთან“.

30 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი გერმანიაში ვიზიტზე. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა