პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პეტრე ცისკარიშვილი - სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები

ნახვები: 583 პეტრე ცისკარიშვილი - სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები

სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად, მთავარი პოლიტპატიმრის - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებულ მოცემულობაში - მოქმედი პრეზიდენტისა და ხელისუფლების პირობებში, ევროკავშირიდან პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების იმედი არ არის.

„სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა არ არის, აქვს თავისი ბერკეტები, რისი გამოყენებაც შეუძლია, მაგალითად იგივე მთავარი პოლიტპატიმრის - მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შედეგად საქართველო ბევრად უფრო წინ წაიწევდა ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ არის მეორე ასპექტიც - როდესაც ჩვენ პრეზიდენტის ვიზიტის არაკონსტიტუციურობაზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონსტიტუცია არის კობახიძის დაწერილი. ეს ტექსტი, რომელიც მათ შეადგინეს და „ქოცებმა“ მიიღეს, არის კობახიძის მიერ ფორმულირებული, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს, რომელიც ელჩებს ნიშნავს, უცხოეთში შეხვედრების გამართვა და პოლიტიკურ თემებზე საუბარი არ შეეძლოს, სწორედ იმაზე მიუთითებს, რამდენად გაუმართავი, არალოგიკურია და არასახელმწიფოებრივი ნიშნით არის სწორედ ეს ტექსტი და ფორმულირება კონსტიტუციაში, რადგან ქალბატონი პრეზიდენტი ცდილობს იმის გაკეთებას, რაც შეუძლებელია. სინამდვილეში, ის ევროპაში თუ მოგზაურობს, „ქოცების“ საქმეს გააკეთებდა, რადგან პირდაპირ ეუბნება ევროპელებს, რომ ყველაფრის მიუხედავად, უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, რაც მათი გადმოსახედიდან ერთგვარი აბსურდია - რას ჰქვია ყველაფრის მიუხედავად, შენ ხარ სახელმწიფო, შენ გაქვს მთავრობა, სპეციალურად მონიჭებული რეკომენდაციები, რომელიც შესასრულებელია და ეს არ სრულდება და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სრულდება და მაინც მიგვიღეთ, ეს ერთგვარი არასაქმიანი მიდგომაც არის. ჩვენ პირიქით, უნდა გვქონდეს საუბარი იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყნის შიგნით იყოს დემოკრატიული ცვლილებები, პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, ეს რეკომენდაციები არ არის უბრალოდ მოსანიშნი და კანონპროექტების მისაღები შემოთავაზებები რეფორმების კუთხით, ეს არის კონკრეტული დავალება, რომელიც ითხოვს პოლიტიკური გარემოს კლიმატის ცვლილებას კანონის უზენაესობის კუთხით რეფორმის გატარებას, კორუფციის აღმოფხვრას, რუსეთთან მეგობრობის და სატრანზიტო დერეფნის გაჭრის და მთელი ამ სქემის პროექტის დასრულებას, ბევრ ფუნდამენტურ ევროპული ტიპის მიდგომას და რეფორმას გთხოვს 12 რეკომენდაცია.

ამ მოცემულობაში, ამ პრეზიდენტის პირობებში, ამ „ქოცური“ მმართველობის პირობებში, სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ რამე პოზიტიური და სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამიტომ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად გამოიცვალოს მთავრობა და ახალმა მთავრობამ გაატაროს ის ცვლილებები და რეფორმები, რასაც ითხოვს ევროპა თავისი დემოკრატიული, ინსტიტუციური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა