კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის წვლილი ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში, განსაკუთრებით, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას

ნახვები: 556 ევროპული საბჭო - შარლ მიშელმა შეაქო სალომე ზურაბიშვილის წვლილი ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში, განსაკუთრებით, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას

ევროპული საბჭო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები.

„2023 წლის პირველ სექტემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ლიდერებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები, ასევე რეგიონში განვითარებული მოვლენები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის შედეგები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისთვის.

მიშელმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც ისტორიულ შესაძლებლობას, რომელიც არ უნდა იყოს გაშვებული ხელიდან. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში და ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების გაღრმავების აუცილებლობასაც, განსაკუთრებით მართლმსაჯულების, დეოლიგარქიზაციისა და ანტიკორუფციული, მედიის პლურალიზმის სფეროებში. პრიორიტეტულია დეპოლარიზაცია და ინკლუზიური პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბება.

შარლ მიშელმა ასევე შეაქო საქართველოს პრეზიდენტის წვლილი საქართველოს ევროპული პერსპექტივისკენ წინსვლაში. განსაკუთრებით კი, შეწყალების უფლების გამოყენება, რამაც ხელი შეუწყო დეპოლარიზაციას და პრეზიდენტის ძლიერ პოლიტიკურ ფოკუსირებას ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგზე.  მიშელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს მდგრადობის გაზრდის ერთგული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა