კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სტრასბურგის სასამართლო - ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა

ნახვები: 495 სტრასბურგის სასამართლო - ნიკა მელიასთან დაკავშირებით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საქმეზე „მელია საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება არ დარღვეულა.

„საჩივარში განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის გასამართლებლად მოყვანილი მიზეზები შეიცავდა ისეთ ხარვეზებს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა მისი დაკავების კანონიერებას მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. განმცხადებლის მტკიცებით, სასამართლო ვალდებული იყო მხარეებისთვის მიეწოდებინა დასაბუთებული გადაწყვეტილება პრევენციული ზომების გამოყენების შესახებ, კერძოდ, პატიმრობის შესახებ და შესაბამისად, მისი დაკავება არ შეესაბამებოდა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (ბ,გ) და მე-3 პუნქტებს", - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა.

ამასთან, სასამართლოს ინფორმაციით, განმცხადებლის მტკიცებით, მისი დაკავება ემსახურებოდა მის ჩამოშორებას საქართველოში პოლიტიკური ცხოვრებიდან და პოლიტიკური საქმიანობისთვის მის დასჯას. ამ განცხადების გაკეთებისას იგი ეყრდნობოდა კონვენციის მე-18 მუხლს.

სასამართლოს ინფორმაციით, მე-5 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა