კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს

ნახვები: 379 ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს

მადლობა ჯოზეფ ბოერელს ჩამობრძანებისთვის. ეს არის ცალსახად გზავნილი, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი შრომატევადია და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.

„ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება. ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი მთავრობის სახელით. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასევე, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი არის საკმაოდ ხანგრძლივი, შრომატევადი და გრძელვადიან ვალდებულებებს, დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, გაცნობიერებული. სწორედ ამ მიზნით და ამ სულისკვეთებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 12 რეკომენდაციის შესრულებაზე მას შემდეგ, რაც 12 რეკომენდაცია გადმოგვეცა. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად და სხვა აქტორებთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო გასწიეს. მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რა სამუშაო იქნა გაწეული ჩვენი მხრიდან. პირველ რიგში, ჩვენ ვაჩვენეთ ძლიერი ნება, რომ მზად ვართ, შევასრულოთ ნაკისრი ვალდებულებები და ევროკომისიის რეკომენდაციები განვახორციელოთ. ჩვენ უზრუნველვყავით აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, თავიდანვე მოვიწვიეთ ყველა დაინეტერესებული მხარე, ოპოზიცია, მათ შორის რადიკალური ოპოზიციაც, ჩვენ კარი გავუღეთ მათ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და ყველა დაინტერესებული მხარე იქნა მოწვეული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა