სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი - ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სოფლებში, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ვინც დახმარებისთვის მოგვმართავს, უყურადღებოდ არავინ გვრჩება

ნახვები: 436 ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი - ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სოფლებში, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, ვინც დახმარებისთვის მოგვმართავს, უყურადღებოდ არავინ გვრჩება

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებს, რომ მეორე სოფელში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე ავიდა.

გუმბარიძის თქმით, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენის გარეშე მისი სიმაღლიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. სამაშველო სამსახური შეძლებისდაგვარად მუშაობს. ჩვენც ჩართული ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეების გამოყვანა ხდება იმ სახლებიდან, სადაც არ არის მეორე სართული და დაბალია პირველი სართული. გვეხმარებიან ადგილობრივი ბიჭებიც, ნავებით გამოჰყავთ მოსახლეობა. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.

წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე. მეორე სოფელში საჭიროა ვერტმფრენის ჩართვა. ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას. როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და წუთი წუთზე ელოდებიან“, – განაცხადა სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, დავით გუმბარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა