კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ნახვები: 512 ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს.

„აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. საერთო ჯამში, ისინი პატრულირებენ უკვე 100 ათასი საათია. ეს გრძელება დღე და ღამე, კვირაში შვიდი, მთელი წლის განმავლობაში. ჩვენი მისია უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას. მე ვესაუბრე ადამიანებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე. ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. ჩვენი ხალხი აკონტროლებს ვითარებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ახდენს მისი გაფართოების პრევენციას, რომ სამხრეთ ოსები და რუსები საქართველოს ტერიტორიის შიგნით არ გადმოვიდნენ.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც აქ გავაკეთეთ და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ, ვიდრე საჭიროა. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვებნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა