კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ

ნახვები: 507 რაგბის მსოფლიო თასი საქართველოს ნაკრები ავსტრალიის წინააღმდეგ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, მსოფლიო თასზე დაიწყებს ასპარეზობას. „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს „სტად ფრანსეზე“, ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატერებენ. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე მსოფლიო თასია. უმაღლეს სარაგბო ფორუმზე „ბორჯღალოსნების“ დებიუტი 2003 წელს შედგა. მაშინ ტურნირზე ქართველმა მორაგბეებმა ოთხივე მატჩი წააგეს, პირველი გამარჯვება კი ოთხი წლის შემდეგ, 2007 წლის მსოფლიო თასზე იზეიმეს – საქართველოს ნაკრებმა ნამიბია 30:0 დაამარცხა.

საუკეთესო შედეგი ქართველ მორაგბებს 2015 წლის მსოფლიო თასზე ჰქონდათ – ინგლისში ჩატარებულ პირველობაზე „ბორჯღალოსნებმა“ ორი თამაში მოიგეს – ტონგასთან 17:10, ნამიბიასთან 17:16.

რაც შეეხება საქართველოს დღევანდელ მეტოქეს. ავსტრალიის უძლიერეს ნაკრებს აქამდე ჩატარებულ ყველა (9) მსოფლიო თასზე აქვს მონაწილეობა მიღებული, ორჯერ ჩემპიონი გახდა – 1991 და 1999 წელს, 2003 და 2015 წელს ფინალში დამარცხდა, 2011 წელს მესამე, ხოლო 1987 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

„ვოლაბებმა“ (ავსტრალიის ნაკრების მეტსახელი) ყველა ჯერზე შეძლეს ჯგუფური ეტაპის გადალახვა და სამჯერ დამარცხდნენ მეოთხედფინალში.

საქართველოს ავსტრალიასთან ერთადერთხელ უთამაშია – 2019 წლის მსოფლიო თასზე და მაშინ მეტოქემ 19 ქულის სხვაობით, 27:8 მოიგო.

გუნდების სამატჩო შემადგენლობები:

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი („ლიონი“), 14. აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), 13. დემურ თაფლაძე („შავი ლომი“), 12. მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“, კაპ.), 11. მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), 10. ლუკა მატკავა („შავი ლომი“), 9. ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე („ექსეთერ ჩიფსი“), 2. შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), 3. გურამ პაპიძე („პო“), 4. ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), 5. კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), 6. თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), 7. ლუკა ივანიშვილი („შავი ლომი“), 8. ბექა გორგაძე („პო“).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“), 17. გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), 18. ბექა გიგაშვილი („ტულონი“), 19. ლაშა ჯაიანი („ნევერი“), 20. გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“); 21. გელა აფრასიძე („ბეიონი“), 22. თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), 23. გიორგი კვესელაძე („გლოსთერი“).

 ავსტრალია:

ხაზი: 15. ბენ დონალდსონი, 14. მარკ ნავაქანიტავასე, 13. ჯორდან პეტაია, 12. სამუ კევერი, 11. მარიკა კორიობეტე, 10. კარტერ გორდონი, 9. ტატე მაკდერმოტი.

შერკინება: 1. ანგუს ბელი, 2. დევიდ პორეცკი, 3. ტანიელა ტაპოუ; 4. რიჩარდ არნოლდი, 5. ვილი სკელტონი (კაპ); 6. ტომ ჰოპერი, 7. ფრეიზერ მაკგრეიდი, 8. რობ ვალეტინი.

მარქაფა: 16. მეტ ფესლერი, 17. ბლეიკ შუპი, 18. ზან ნონგორი, 19. რობერტ ლეოტა, 20. ლანგი გლესონი, 21. ნიკ ვაითი, 22. ლალაკაი ფოკეტი, 23. სული ვუნივალუ.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:

9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო

23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია

30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო

7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა