კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია შოვის ტრაგედიას იყენებს, „ნაცმოძრაობამ“ დილით ღრუბელი რომ დაინახოს, იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო

ნახვები: 494 გურამ მაჭარაშვილი - რადიკალური ოპოზიცია შოვის ტრაგედიას იყენებს, „ნაცმოძრაობამ“ დილით ღრუბელი რომ დაინახოს, იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო

რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. სამწუხაროდ, ამისთვის შოვის ტრაგედიას იყენებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე.

„რომელ „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი – ძველზე, ახალზე, დაშლილზე, აწყობილზე თუ? 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს და სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას იყენებენ ხოლმე. მტკიცებულება არც ამ შემთხვევაში აქვთ. „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება, დილით ღრუბელი დაინახოს და იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა