კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია კახი ასანიძესთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ნახვები: 554 საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია კახი ასანიძესთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა, კახი ასანიძის არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ მიღებულ დასკვნასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება გაავრცელეს.

„საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ ინფორმაცია (ITA) საერთაშირისო ტესტირების სააგენტოს მიერ ეროვნული ნაკრების წევრის, კახი ასანიძის სინჯის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ოსტარინის დოზა არის პიკტოგრამებში (მინიმალური). მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური ნივთიერების დაფიქსირება მოხდა ITA და GADA მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების სინჯებშიც, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს მიზანმიმართული საბოტაჟის განხორციელებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენები აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შემოწმდნენ ITA-სა და GADA-ს მიერ და სინჯების პასუხი იყო უარყოფითი.

ძალოსნობის ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, დაუყოვნებელი რეაგირებით მიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და GADA-ს. სპორტის მართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისათვის.

სპორტსმენი კახი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან. გარკვეულმა სამართლებრივმა პროცედურებმა შედეგი გამოიღო CAS-ში საქმის წარმოების დაწყებაზე, კახი ასანიძისათვის დროებითი სასჯელის (provisional suspension) სტატუსის გადახედვის თაობაზე.

ძალოსნობის ფედერაცია დარწმუნებულია თავისი სპორტსმენების უდანაშაულობაში.

გვესმის, რომ აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი დიდია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ.

ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განლავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით (FAIR PLAY) და იგივეს გავაგრძელებთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა