კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მოაგროვოს

ნახვები: 525 ალეკო ელისაშვილი - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მოაგროვოს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის შესაძლო ხმები მოაგროვოს.

აღნიშნულის შესახებ ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, პრეზიდენტს აშკარად ნაფიქრი აქვს, რა შეიძლება, გააკეთოს იმპიჩმენტის შემდეგ.

„შეხვედრაზე ბევრ ისეთ საკითხზე ვისაუბრეთ, რაც მე მაწუხებდა, რაც პრეზიდენტის კომპეტენციას ეხება. ვისაუბრეთ ჯარის, მოქალაქეობის მონიჭება-არ მინიჭებისა და სხვა საკითხების შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს. „ქართული ოცნება“ მართალია, თავს იკატუნებს, 100 ხმა არ გვაქვსო და გამორიცხავს ამას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტიც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ძალიან ენერგიულად მუშაობს, რომ 100 ხმა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, ძალიან ჩვეულებრივად უყურებს იმას, რომ პრეზიდენტი შეიძლება, გადააყენონ. იმპიჩმენტის შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს.

სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ ჩემზე კარგად იცნობს და სიმართლე გითხრათ, მეც ყური მომჭრა „ქართული ოცნების“ თავის მოკატუნებამ, რომ კონსულტაციებს არავისთან ვაპირებთო. ზუსტად ეგ ნიშნავს, რომ გაშმაგებით მუშაობენ ამისთვის. პრეზიდენტი უშვებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები მიიღოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა