კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა

ნახვები: 503 გიორგი ვაშაძე - ღარიბაშვილმა „ოლიგარქიული გაბლატავება“ ხალხისგან ნაძარცვი ფულით დაიფინანსა

„ოლიგარქიული გაბლატავება” დაიფინანსა ღარიბაშვილმა ხალხისგან ნაძარცვი ფულით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ატყობს, „ღარიბაშვილი ახალ წელს გამოვა და გვეტყვის - გილოცავთ მე აღარ ვარ პრემიერი“.

„ანზორ ჩუბინიძემ მოიტყუა, რომ პენსიონერმა მამამ საპენსიო სესხით გადაუხადა ეს ფული, მეორე დიდი ტყუილია ის ფასი, რომელიც წარმოადგინა - 34 ათასი ევრო. ნებისმიერი თქვენგანი ინტერნეტში შედით და შეგიძლიათ ნახოთ - ამ ტიპის ფრენის ფასი საათში 15 ათასი დოლარიდან იწყება, 4 საათი და 20 წუთი სჭირდება ფრენას მიუნხენამდე, მეტობის დროით უნდა აიღო ასეთ დროს - 5 საათს იღებ. 5 საათი აქედან, 5 - იქიდან, აბა, დათვალეთ რამდენია - 150 ათასი დოლარი, ლარებში რომ გადაიყვანოთ 390 ათასი ლარია. ამიტომ ეს არის ორმაგი ტყუილი, არაფერი ფული მას არ აქვს, ეს არის ნაძარცვი ფული, რომლითაც ღარიბაშვილმა დაიფინანსა „ოლიგარქიული გაბლატავება“, ასე დავარქვათ, „ოლიგარქიული გაბლატავება“ დაიფინანსა ღარიბაშვილმა ხალხისგან ნაძარცვი ფულით”, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა