სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation
Rubio calls Zelensky-Witkoff meeting in Norway positive

მამუკა მდინარაძე - თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა „ნაცმოძრაობას“

ნახვები: 531 მამუკა მდინარაძე - თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა „ნაცმოძრაობას“

თაგვმა თხარა და კატა გამოთხარა - ეს დაემართა „ნაცმოძრაობას“, სამი დღის განმავლობაში დაალაგეს სრული "ფეიკი", სიცრუე, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა სახელმწიფოს ხარჯით კერძო ფრენა განახორციელა. ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა ამ ტყუილს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამის შემდეგ დაალაგეს ახალი ნარატივი, საიდან ჰქონდა პენსიონერ მამას ეს შესაძლებლობა, მაშინ როდესაც თავად ლაპარაკობდნენ თვეების განმავლობაში, თავად ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ პრემიერის მამას აქვს ღვინის ქარხანა, სოფლის მეურნეობის სფეროში ბიზნესი და ა.შ.

„ამ დროს გამოჩნდა ინფორმაცია, 14 მილიონის ახალი გაფლანგვა, როგორც ჩანს, ამის ნიშნები იკვეთება, სააკაშვილის ძველ იმ ამაზრზენ ვოიაჟებში თუ აქეთ ჩამოყვანაში ვიღაც, აღარ მინდა კონკრეტულად დავასახელო, ვიზაჟისტებზე და მასაჟისტებზე რომ არაფერი ვთქვათ, ასეთი დონის კერძო ვიზიტებში და ასევე იყო საუბარი ესკობარის საფლავთან დაკავშირებით… ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ცალკე ყურადღებას იმსახურებს, რას კადრულობდნენ ისინი სახელმწიფოს ხარჯებით, როგორ იყენებდნენ, როგორ ჰქონდათ სახელმწიფო და კონსტიტუცია ტანზე მორგებული, როგორ არაფრად მიაჩნდათ ხალხის ფული და როგორ ხრავდნენ ამ ყველაფერს და დღეს ფეიკებით ცდილობენ ამის გადაფარვას. შეუძლებელია, რაღაც ამაზრზენ პარალელებს ავლებენ ხოლმე. თვითონ იციან, რომ კი არაფერი ეშველება მათ მიერ ჩადენილ ასეთ დანაშაულებს, მაგრამ იქნებ რაღაც მიმსგავსებული მაინც დააბრალონ ხელისუფლებას”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა