კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი ქადაგიშვილი - 11 წლის შემდეგ იქნება თუ ხუთი წლის შემდეგ, კანონდარღვევით ჩადენილ ყველა საკითხს, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება

ნახვები: 466 ირაკლი ქადაგიშვილი - 11 წლის შემდეგ იქნება თუ ხუთი წლის შემდეგ, კანონდარღვევით ჩადენილ ყველა საკითხს, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება

როგორც ყოველთვის, ოპოზიცია თავის პოზიციებში არათანმიმდევრულია. პრემიერ-მინისტრმა შვებულების ფარგლებში ჩარტერული რეისი გამოიყენა, ამაში თავისი ოჯახის თანხა გადაიხადა და ნახეთ, ამაზე რა ამბავი ატეხეს, ამ დროს ყოფილ პრეზიდენტთან ერთად თავად ეს ოპოზიციონერები იყვნენ მომხმარებლები სახელმწიფოს ხარჯზე კერძო მიზნებისთვის უამრავი გადაფრენის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა საკითხს, რომელიც კანონდარღვევით იყო ჩადენილი, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება.

„ოფიციალური ფრენების გარდა, ცალკე კიდევ გასაიდუმლოებული გრიფით თავდაცვის სამინისტროში 24 მილიონი კონტრაქტი იყო გაფორმებული „აირზენასთან“, რათა მათ გრიფით „საიდუმლო“ განეხორციელებინათ ფრენები პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების. როგორც ირკვევა, ამ ფრენების აბსოლუტური უმრავლესობა კერძო მიზნებისთვის იყო გამოყენებული, რომელსაც არანაირი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და დამოკიდებულება არ ჰქონდა. ეს კიდევ აჩვენებს სრულ ფარისევლობას და აცდენას ოპოზიციისას. 11 წლის შემდეგ იქნება თუ ხუთი წლის შემდეგ, ყველა საკითხს, რომელიც კანონდარღვევით იყო ჩადენილი, ადრე თუ გვიან ფარდა ეხდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა