კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ბეჟაშვილი - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს სხდომათა დარბაზიდან გამოვიდეთ

ნახვები: 514 ლევან ბეჟაშვილი - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს სხდომათა დარბაზიდან გამოვიდეთ

ყველანაირი ინსინუაციებისა და სპეკულაციების გამოსარიცხად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზიდან გამოვალთ - ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მოვუწოდებთ, მარტო დავტოვოთ „ქართული ოცნება“ საკუთარი „ქოცური“ პოლიტიკური დღის წესრიგის ამარა, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.

ბეჟაშვილი ირწმუნება, რომ კენჭისყრის დღეს მათი ფრაქციის 20 წევრიდან არც ერთი სასესიო დარბაზში არ იქნება.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არის ფიქცია, რომელიც ვერასდროს განხორციელდება.

„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული თემა იმ მიზნით შემოიტანა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას და საზოგადოების ყურადღება მთავარი საკითხებიდან ფიქციაზე გადაიტანოს. ბუნებრივია, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, საერთოდ დავხუროთ ეს თემა - ნუ მივცემთ „ქართულ ოცნებასა“ და პრეზიდენტის ინსტიტუტს ამ თემით პოლიტიკური დივიდენდების მოგროვების შესაძლებლობას. ყველ პარტიას მოვუწოდებთ, გამოვიდეთ და „ქართული ოცნება“ ამ თამაშებში მარტო დავტოვოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა