პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან - გიორგი ვაშაძე ფარცხალაძეზე

ნახვები: 506 ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან - გიორგი ვაშაძე ფარცხალაძეზე

"ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე?, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვასაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე აშშ-ის სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა.

"უტყუარად დადასტურებულია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომ ოთარ „ანზოროვიჩ“ ფარცხალაძე არის რუსეთის სადაზვერვო სამსახურების და "ეფესბეს" ჯაშუში საქართველოში. უტყუარად დადასტურდა და მხილებულია, რომ ის ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოში რუსეთის ინტერესების შესაბამისად. ოთარ ფარცხალაძე ვინმე რიგითი ადამიანი კი არ იყო, ამ ქვეყნის გენერალური პროკურორი იყო. ყველას ჰქონდა კითხვა, საიდან გახდა ეს ადამიანი ასე სწრაფად ჯერ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი და მერე გენერალური პროკურორი. უტყუარია, რომ სწორედ რუსეთის მითითებით მიხდა მისი დანიშვნა გენერალურ პროკურატურაში. ამასთან ერთად კიდევ უფრო მძიმეა ის ფაქტი, რომ დღემდე ოთარ ფარცხალაძის გარემოცვა, მისი მოადგილეები და თანამშრომლები იკავებენ როგორც გენერალური პროკურორის პოზიციას, ირაკლი შოთაძის სახით ვამბობ, ასევე, მისი მოადგილეები შეგიძლიათ ნახოთ, ისინი ფაქტობრივად ოთარ ფარცხალაძესთან შემხებლობაში მყოფი არიან. შესაბამისად, მხოლოდ განცხადება, რომ მოკვლევა დაიწყო, არაფერს ნიშნავს. "ქართულ ოცნებას" სურს გააპაროს ოთარ ფარცხალაძე ქვეყნიდან. კითხვას ვუსვამ საგამოძიებო ორგანოებს, სად იმყოფება ახლა ოთარ ფარცხალაძე? ჩვენი ინფორმაციით, ის ამ სანქციების გამოქვეყნების დღეს საქართველოში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისთვის საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლების ჩამორთმევა და ამაზე უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან, ყველა ის ადამიანი, ვინც მასთან იყო შემხებლობაში, უნდა მოხდეს მათთვის უფლებამოსილებების დროებით მაინც შეჩერება. ეს არის ის სავალდებულო ქმედება, რომელიც საქართველოში ახლა სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ. ამის ნაცვლად, ისინი ჩართული არიან რუსული ინტერესების გატარებაში და ცდილობენ, ჯაშუში, რუსეთის ინტერესების გამტარებელი გააპარონ ან უკვე გააპარეს საქართველოდან“, - განაცხადა ვაშაძემ.

ის ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში სანქცირებულთა წრე გაიზრდება.

„სია არც ფარცხალაძით დაწყებულა და არც ფარცხალაძით დამთავრდება. კიდევ სხვა ბევრი ადამიანი იქნება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ყველაფერს გაკეთებენ, რომ მოგვეხმარონ ქართველ ხალხს, ვამხილოთ ყველა, ვინც რუსულ ინტერესებს ატარებს დღეს საქართველოში. ვფიქრობ, სია მომავალშიც გაგრძელება. აქვე მინდა ყველა გავაფრთხილო, ვინც ფარცხალაძესთან შემხებლობაშია, ვინც ხელს ითბობს ან ფიქრობს, რომ დიდ ფულს გააკეთებს რუსულ დაჯგუფებასთან ერთად, ფრთხილად, მეგობრებო. დაფიქრდით, ვისთან თანამშრომლობთ და ვისთან ხარ შემხებლობაში. ამ ადამიანებისთვის ხელის ჩამორთმევაც კი, არის დანაშაული. ეს აბსოლუტურად ყველას უნდა ესმოდეს, ამიტომ, იფრთხილეთ და კარგად დაფიქრდით, სანამ რამე ნაბიჯებს გადადგამთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა