კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - ხოშტარია, ჯაფარიძე ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და მათთან თანამშრომლობით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება

ნახვები: 464 შალვა პაპუაშვილი - ხოშტარია, ჯაფარიძე ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და მათთან თანამშრომლობით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება

ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან და ანა დოლიძესთან.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან და ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ ხდება.

„ლელომ“ თქვა, თითქოს, ეს ცალკე პოლიტიკური ორგანიზმი უნდა იყოს. ის სია, რომელიც მათ დაასახელეს, რომელთანაც ისინი ერთიანდებიან, „დროა“ იქნება, „გირჩი“ თუ ა.შ., ესენი არიან პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“. ხოშტარია, ჯაფარიძე და ა.შ. პირდაპირ ექსტრემალი „ნაციონალები“ არიან. ამით „ლელო“ კიდევ უფრო მეტად „ნაციონალური“ მოძრაობა“ ხდება, ვიდრე თავად „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს ყალბი გადაადგილებები... მერამდენეჯერ უნდა მოატყუონ ასე ქართული საზოგადოება?! ამის არავის სჯერა! ჩვენ გვყავს ერთი ოპოზიცია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი საცეცებით, სამწუხაროდ ასეა. ოპოზიციას ჰქონდა შანსი ერთპროცენტიანი ბარიერის ფარგლებში, ამის შედეგად პარლამენტში მოხვდა ბევრი პარტია. ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ ამით და თავისი პირადი იდენტობა ჩამოეყალიბებინათ. სამწუხაროდ, ყველა არჩევს, რომ მოექცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თბილი ქოლგის ქვეშ, იმიტომ, რომ იციან ამით აქვთ წვდომა მედიაზე, ფინანსებზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ ორი პარტია, რომელთანაც „ლელოს“ პოლიტიკური თანამშრომლობა არ წარმოუდგენია, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია „დროასთან“ და „გირჩთან“, ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა