პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ნახვები: 461 ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ყოფილი მეუღლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, – აღნიშნულის შესახებ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ნეიროქირურგმა ივანე ავაზაშვილმა განაცხადა.

„შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა შემავალი გამჭოლი ჭრილობა საფეთქელ-კეფის არეში. პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩასატარებლად. მისი მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე“, – განაცხადა ივანე ავაზაშვილმა.

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მკვლელობა გუშინ, ღამით მოხდა. მოკლულია ორი ადამიანი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ყოფილი მეუღლე და სიდედრი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა