კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვისი მეშვეობით აკონტროლებს ფარცხალაძე საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს? - ოპოზიცია გვარებს ასახელებს

ნახვები: 496 ვისი მეშვეობით აკონტროლებს ფარცხალაძე საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს? - ოპოზიცია გვარებს ასახელებს

ვისი მეშვეობით აკონტროლებს სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე სტრატეგიულ ობიექტებს საქართველოში? - "ნაციონალურმა მოძრაობამ" კონკრეტული გვარები დაასახელა. 

ლევან ხაბეიშვილის თქმით, "ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი „კლანი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საბაჟო დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს მართავს". 
 

„ჩვენ  დიდი ხანია ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს  საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში.“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც რუსული ФСБ-ს გავლენები, ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრები გაასაჯაროვა, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტს;

„ჩვენ  დიდი ხანია ვსწავლობთ რუსული ФСБ-ს გავლენებს  საქართველოში, არა ერთხელ გავასაჯაროვეთ კონკრეტული მტკიცებულებები იმის შესახებ თუ როგორ ეხმარება ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული კლანი პუტინის ტერორისტულ რეჟიმს სანქციებისგან თავის არიდებაში.  

დღეს წარმოგიდგენთ ФСБ-ს აგენტის ოთარ ფარცხალაძის კლანის წევრებს, რომელთა მეშვეობით ის მართავს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟოს, ფინანსურ პოლიციას, სტრატეგიულ ობიექტებს, ბათუმისა და ფოთის პორტებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და საბაჟო დეპარტამენტს ის აკონტროლებს მისი უშუალო ლობირებით დანიშნული კადრის, ვლადიმერ ხუნდაძის ხელით, რომელიც ფორმალურად არის მოადგილე მაგრამ რეალურად ის მართავს ФСБ-ს სქემებს ფინანსთა სამინისტროში, ის უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების გადაადგილებას შეუფერხებლივ,  რადგან უშუალოდ აკონტროლებს საბაჟოს. 

მისი უშუალო გავლენის ქვეშ იმყოფება ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი სოსო რამიშვილი. ფარცხალაძე არის ფინანსური პოლიციის რეალური მმართველი, უწყება რომელიც გამოყენებულია ბიზნესის ტერორისთვის და სრულად აკონტროლებს ეკონომიკურ პროცესებს ქვეყანაში. 

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებენ სტრატეგიულ ობიექტებს ქვეყანაში, მათი ლობირებით დაინიშნა ბათუმის ნავთობტერმინალში საეჭვო წარსულის (შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის შვილი)  და რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი, ვინმე გივი ქუთათელაძე პორტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. 

ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძის და გრიგოლ ლილუაშვილის უშუალო ლობირებით გაუშვეს ბათუმის ნავთობტერმინალიდან სახელმწიფო დაცვის სამსახური და დღეს პორტს “იცავს” შევარდნაძის პოლიციის დროინდელი მაღალჩინოსნის, სოსო ალავიძის კომპანია. ესეც სავარაუდოდ უშუალოდ ФСБ-ს პირდაპირი მოთხოვნა იყო. 

ფოთის  პორტს და ნავთობტერმინალს ასევე აკონტროლებს ФСБ-ს აგენტი ოთარ ფარცხალაძე და მისი აღმასრულებელი “ხელი” გრიგოლ ლილუაშვილი, კომპანია პეტროკასით. 

ეს არის არასრული სქემა, რუსული ФСБ-ს გავლენების საქართველოში, ჩვენ ვაგრძელებთ მოკვლევას, აუცილებლად ვამხელთ ყველა იმ აგენტს, ვინც წარმოადგენს  ФСБ-ს ქსელს საქართველოში და ეხმარება პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, აზიანებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს . სანქციები შეგეხებათ ყველას და მალე გასამართლდებით სახელმწიფოს ღალატისთვის.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა