კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"დაუბრუნეთ სკოლა ბავშვებს" - აქცია-პერფომანსი და აგურები განათლების სამინისტროსთან

ნახვები: 458 "დაუბრუნეთ სკოლა ბავშვებს" - აქცია-პერფომანსი და აგურები განათლების სამინისტროსთან

აქცია-პერფომანსი განათლების სამინისტროსთან -ადგილზე "გამარჯვების პლატფორმის" ფარგლებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები სკოლის ყოფილ დირექტორებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად მივიდნენ. მათ ადგილზე საპროტესტო პლაკატები წარწერით "დაუბრუნეთ სკოლა ბავშვებს" და აგურები მიიტანეს, უამრავი აუშენებელი სკოლების სიმბოლოდ.

ისინი სკოლებში არსებულ უმძიმეს რეალობაზე საუბრობენ და რეაგირებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები განათლების სამინისტროში სუს-ის ინტერესების გატარებაშიც ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ დირექტორების სკოლებში სპეცსამსახურების გადაწყვეტილებით ინიშნება.

"ოცნების" პირობებში განათლება კრიზისშია. ეს კრიზისი ეხება, როგორც სასკოლო ინფრასტრუქტურას, ისე სწავლის ხარისხს, რაც მთავარია სკოლის დემოკრატიულად მართვის პრინციპების ჩამოშლას. დღეს ეს აგურები მოვუტანეთ განათლების მინისტრს ორი მთავარი საკითხის შესახსენებლად, პირველი: დღეს ბავშვები სკოლის შენობების გარეშე გვყავს და მეორე - სკოლები დირექტორების გარეშე. „ქართულმა ოცნებამ“ საყრდენი გამოაცალა განათლების სისტემას, დირექტორები მათთვის მხოლოდ საარჩევნო რესურსია“,- აღნიშნა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა ნანა ტოხვაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა