კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოპოზიცია ბათუმში ხვალ მასშტაბურ აქციას გამართავს

ნახვები: 411 ოპოზიცია ბათუმში ხვალ მასშტაბურ აქციას გამართავს

ხვალ, 2 ნოემბერს, ოპოზიცია ბათუმში აქცია გამართავს. გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი სლოგანი - „არა გაყალბებულ არჩევნებს, თავისუფლება მიშას" იქნება. ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვალ აჭარის მთავრობის სახლთან ელოდება.

„ვიკრიბებით, რომ დავიწყოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილისა და ''ქართული ოცნების'' დასამარცხებლად. სხვა გზა და სივრცე ხელისუფლებამ არ დატოვა, რომ ქართველ ხალხს ნება გამოეხატა ამ ქვეყანაში, ნორმალური არჩევნები ჩატარებულიყო. ამ არჩევნებში დამარცხდა ოლიგარქი, მაგრამ სხვა რეალობა მივიღეთ. ამ რეალობაზე შეგუებას არავინ არ აპირებს. ეს იქნება პროტესტის სხვადასხვა ფორმა''- განაცხადა ხარაზმა.

ცნობისთვის: აქცია ''თავისუფლების კვარტალში" 17:00 საათზე დაიწყება.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია პროტესტის რა ფორმას გამოიყენებს ოპოზიცია ბათუმის საკრებულოსა და უმაღლეს საბჭოში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა