კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

ნახვები: 949 ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს, მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია

სიძულვილი როდესაც იარაღდება ერთი ერის წინააღმდეგ, ის არასოდეს ჩერდება. ყოველ ათწლეულში რუსეთი იწყებს ახალ ომს. მოლდოვისა და საქართველოს ნაწილი კვლავ ოკუპირებულია. რუსეთმა სირია ნანგრევებად აქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთი რომ არა, იქ, სირიაში ქიმიური იარაღი არასოდეს გამოიყენებოდა. რუსეთმა თითქმის გადაყლაპა ბელარუსი. ის აშკარად ემუქრება ყაზახეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ხოლო უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიზანია, ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი, ჩვენი რესურსები თქვენ წინააღმდეგ იარაღად აქციოს – საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, „გენერალური ასამბლეის დარბაზში ბევრი ადგილი შეიძლება დაცარიელდეს, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს ღალატსა და აგრესიაში“.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა