პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

"ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს მასობრივად დატოვებენ“ - გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 350 "ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს მასობრივად დატოვებენ“ - გურამ მაჭარაშვილი

„მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან თავისი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა. პრინციპში, ეს სწორია, რადგან პარლამენტი სხვა განზომილება ეგონა", - განაცხადა დღეს, 1-ელ ნოემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

შეგახსენებთ: გუშინ, 31 ოქტომბერს, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე, „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს.

„ვამბობდით, რომ პარტიები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას" ვერ ჩამოსცილდებიან, დაზიანდებიანო. როგორც ჩანს, „ლელოს" ლიდერი ამას მიხვდა იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ხაზარაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, პრაქტიკულად, „ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანდა და მარცხის შემდეგ მიხვდა, რომ მისი პოლიტიკური დასასრული იყო. როგორც ჩანს, პარლამენტის დატოვება აქედან გამომდინარე გადაწყვიტა. მგონი, ხედავდით, რომ ის საკანონმდებლო საქმიანობაში დიდად ჩართული არ იყო, ეს არავის ახსოვს. გაუგებარია, პარლამენტი იმ მიზეზით დატოვო, რომ იქ საქმეს არ გააკეთებინებენ. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო, რომ მან თავისი თავი, როგორც პოლიტიკოსმა, პარლამენტში ვერ დაინახა. პრინციპში, ეს სწორია, რადგან პარლამენტი სხვა განზომილება ეგონა", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილს მოლოდინი აქვს, რომ პარლამენტს სხვა ოპოზიციონერი დეპუტატებიც დატოვებენ.

„რაც შეეხება სხვა დეპუტატებს, არ ველოდები, რომ ისინი პარლამენტს მასობრივად დატოვებენ. პარლამენტში ადამიანი იმიტომ არ მოდის, რომ კომფორტი ნახოს და მისი სიტყვა ბოლომდე გავიდეს, იმიტომ მოდიან, რომ ხალხის ხმა გაახმოვანონ",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა