კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ფარცხალაძის დაცვასთან დაკავშირებით დებატები მოვითხოვეთ, რაზეც მუშტი-კრივით გვიპასუხეს - სამნიძე "ოცნებაზე"

ნახვები: 622 ფარცხალაძის დაცვასთან დაკავშირებით დებატები მოვითხოვეთ, რაზეც მუშტი-კრივით გვიპასუხეს - სამნიძე "ოცნებაზე"

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელსაც პარლამენტში შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მისი თქმით, მთელის ახელმწიფო მანქანა ახლა აგენტობაში მხილებულ ოტარ ფარცახალძეს იცავს და ამისთვის კანონებსაც კი ცვლიან.

ოპოზიციის წევრის განმარტებით, ოპოზიციამ "ოცნებას" ფარცხაალძის საქმესთან აკავშირეით დებატების გამართვა მოითხოვა, რაზეც ხელისუფლებამ მუშტი-კრივით და "აგენტების" ძახილით უპასუხა. 

„ქართულმა ოცნებამ“ ვერ ისწავლა რუსული კანონის მაგალითზე მაინც, რომ ყველაზე მწვავე რეაქცია საზოგადოებაში და მათ შორის ოპოზიციაში და ზოგაგდ, ქვეყნის დემოკრატიულ ოპოზიციაში, არის, როდესაც ისინი ასეთი მკვეთრი ნაბიჯებით, ღიად ნაბიჯებით პირდაპირ იცავენ რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, თურნავას გადაწყვეტილება, თურმე ერთპიროვნული გადაწყვეტილება ყოფილა, ჯერ არ ვიცი, არის პირდაპირ მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, დაიცვან ამ ქვეყანაში ჯაშუშები, რომლებსაც მომავალში სანქციებს დაადებენ და რომლებსაც მომავალში საზოგადოება გაიცნობს ვინ არიან. ამას აკეთებენ წინსწრებით, ამაზე დებატები მოვითხოვეთ ოპოზიციამ. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ვიმსჯელოთ ამაზე და გველაპარაკეთ, სად მიგყავთ ქვეყანა. ამის ნაცვლად მივიღეთ მუშტი-კრივი, ამის ნაცვლად „აგენტების“ ძახილი და ის, რომ თმრე უკრაინაში ჩვენნაირებმა აიწყეს ომი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ აგენტები. ფარცახალაძე კი არა, ჩვენ, ვინც ვითხოვთ პასუხს, რატომ იცავს მთელი სახელმწიფო მანქანა ერთ კაცს, რომელიც არეის ჭანჭიკი ამ სისტემაშ, მაგრამ მთელი სისტემა გადაწყბილია და კანონებსაც ცვლიან იმისთვის, რომ დაიცვან მომავალში მხილებული ჯაშშები, - ამბობს სამნიძე. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ხელისუფლების წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი "ოცნების" მიერ ოთარ ფარცხაალძის დაცვა გახდა. ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკანანმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენტარის გასაკეთებლად ირაკლი კობახიძე დადგა.   

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა