კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ქურდული გარჩევები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით - როგორ აგვარებენ მოქალაქეები ფინანსურ დავებს

ნახვები: 419 ქურდული გარჩევები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით - როგორ აგვარებენ მოქალაქეები ფინანსურ დავებს

მასშტაბური სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ლანჩხუთსა და ცაგერში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორ „კანონიერ ქურდს“ რომან ხმალაძეს და  ლევან მარღიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ირკვევა, რომ დადგინდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ. ისინი ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ „კანონიერ ქურდების“ მითითებებს, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა პირებმა, ერთ-ერთ ბრალდებულს - 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს, ონლაინ სამორინეში დიდი ოდენობით მოგებული თანხიდან ე.წ. „ქურდული წილის“ გადახდა მოსთხოვეს. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევა მოაწყვეს და არსებული საკითხის შესახებ „კანონიერ ქურდს“ - ჯეირან კინწურაშვილს შეატყობინეს, რა დროსაც ის საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით დაჰპირდა მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებისთვის, ე.წ. „კანონიერი ქურდებისთვის“ და კრიმინალური ავტორიტეტებისთვის ფულადი თანხის გადარიცხა განხორციელდა.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომობილი, ოქროს ნივთები და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს, ასევე, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, სამართალდამცველების მიერ ბრალდებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატი, მჭიდები და 50-მდე ვაზნა, ხოლო ბრალდებულის ვ.ჩ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა