კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები რომ იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ ბანკს - მდინარაძე

ნახვები: 463 ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები რომ იყოს, დღესვე ჩამოშლიდნენ ბანკს - მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ეროვნული ბანკის საბჭოში დანიშნული ნანა ყეინიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ რუსულ კავშირებზე, არ სჯერა.

მდინარაძის თქმით, ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები რომ იყოს, ბანკი დღესვე ჩამოიშლებოდა.

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდა ვკითხოთ, რატომ ჰყავდა წარდგენილი ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატად.

"არ მგონია ამ მიმართულებით რაიმე პრობლემა იყოს, წარმოუდგენელია, რომ რაღაცა ეროვნულ ბანკში რუსული კავშირები, რომ იყოს დღესვე ჩამოშლიდნენ ბანკს. ჩვენთვის მოტივაცია იყო, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური სისტემა არ ჩამოშლილიყო, დანარჩენი კითხვები არის პრეზიდენტთან, თუ მართლა მსგავსი, არათუ ის, რასაც თქვენ ჰყვებით, მსგავსი პრობლემები არსებობს, მიბრძანდით და ჰკითხეთ ქალბატონ სალომეს, რატომ, გააკეთა ასე, ხაზარაძის თანამოაზრემ", - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა