კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან ხაბეიშვილი - ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს, ათობით ადამიანი დაესხა თავს

ნახვები: 508 ლევან ხაბეიშვილი - ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძეს, ათობით ადამიანი დაესხა თავს

თბილისის საკრებულოს წევრზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის გარემოცვიდან ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ორგანიზება საკრებულოში დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა.

„ტურებივით ჩასაფრება მოუწყვეს ირაკლი ეძგვერაძე, ჩვენს თბილისის საკრებულოს წევრს და მის თანმხლებ პირს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, ათობით ადამიანი დაესხა თავს ...

ფარცხალაძის, "ეფესბეს" აგენტების ხელისუფლება იქცევა ზუსტად პუტინის რეჟიმივით.

საკრებულოში, დღევანდელ ცხარე დებატებს მოჰყვა კალაძის გარემოცვის მხრიდან თავდასხმის ორგანიზება. რუსულ პარტიას, კოლექტიურ ფარცხალაძეებს და რუსეთის აგენტებს სხვა არაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ ლაჩრულად გაუსწორდნენ მოწინააღმდეგეს... ყველას მოუწევს პასუხისგება”, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

თბილისის საკრებულოში, "ნაციონალური მოძროაბის" წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს გლდანში დაესხნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა