კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ეძგვერაძეს ფარცხალაძის ხსენების გამო, სუს-ის ნასედკები თავს დაესხნენ - ნადირაძე

ნახვები: 476 ეძგვერაძეს ფარცხალაძის ხსენების გამო, სუს-ის ნასედკები თავს დაესხნენ - ნადირაძე

"ადამიანები, რომლებიც თავს დაესხნენ ეძგვერაძეს, სუს-ის ნასედკები არიან" - ასე ეხმაურება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე ირაკლი ეძგვერაძეზე განხორციელებულ თავდასხმას.

ნადირაძის თქმით, თავდასხმაში ჩართული ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ფარცხალაძის დავალებების შესრულებას განაგრძობს.

"ეს არის, ცალსახად, შურისძიება. დღეს ირაკლი ეძგვერაძე გამოვიდა სიტყვით, მარტივი რამე თქვა, რომ მას არ უნდა მისი შვილები გაიზარდონ "ფე ეს ბეს" აგენტების ქვეყანაში და ამ ადამიანს დახვდნენ სახლთან. ეს თავდასხმა არ იყო კრიმინალების ორგანიზებული. ესენი იყვნენ ყველანი სუს-ის ნასედკები და მათ შეასრულეს სუს-ის დავალება. ყველა დამკვეთი და ორგანიზატორი უნდა დაისაჯოს და ყველა ის ადამიანი, რომლებმაც შეასრულა ეს დავალება, სუს-ის ნასედკებად გაქციეს. ამ ადამიანებს დიდი ხანია პირადი შურისძიება ამოძრავებთ, ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაამარცხეს კახი კალაძე, "ქართული ოცნება" და ამის მერე ვერ მოუნელებიათ. დღეს, ასე მუხანათურად, ლაჩრულად აღასრულეს ეს დანაპირები. ყველა ადამიანი უნდა დაისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ მთელი ხელისუფლება კვლავ ასრულებს კოლექტიური ფარცხალაძის დავალებას - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა