კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენმ-ის დეპუტატს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა

ნახვები: 2349 ენმ-ის დეპუტატს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა

"პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ენმ-ის დეპუტატს თბილისის საკრებულოში, ირაკლი ეძგვერაძეს თავს ე.წ. კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის, ძმა, ლევან შუკაკიძე დაესხა. 

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის სახელი რამდენიმე წუთის წინ, ენმ-ს ყოფილმა თამჯდომარემაც დაასახელა. 

"კალაძის გაკეთებულია.. შუკაკიძე არის ადამიანი, რომელიც არის კანონიერი ქურდი, მისი შუათანა ძმა ახლდა ამ მარბიელ ხალხს და ეს ხდება პოლიციელების გარეშე?" - ამბობს მელია "პირველებთან".

შეგახსენებთ, რომ 2020 წელსაც, გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისა და სროლის მთავარ ორგანიზატორად ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა, ლევან შუკაკიძე დასახელდა, თუმცა ეს უკანასკნელი მაშინ არავის დაუკავებია. 

ნიკა მელია მაშინ ამბობდა, რომ სწორედ ე.წ. კანონიერ ქურდის ნოდარ შუკაკიძის ხელი ურევია მისი შტაბის გადაწვის საქმეშიც.

ოპოზიციის ინფორმაციით, ძმები შუკაკიძეები "ქართული ოცნების" ლიდერებთან დაახლოებული პირები არიან. 

ფაქტს ადასტურბს "ტვ პირველისთვის" მოწოდებული ფოტოც, სადაც ლევან შუკაკიძე "ოცნების" ერთ-ერთ ლიდერთან, კოტე ზარნაძესთან ერთად არის აღბეჭდილი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან თავს 60-მდე ხელკეტით შეიარაღებული პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

ინფორმაციას, "ტვ პირველი" ავრცელებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა