პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს

ნახვები: 392 მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვა ემიგრანტებს

„მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის ემიგრანტების სახელზე დაწერილ მიმართვაში, რომელიც დღეს, 3 ნოემბერს, ციხიდან უფლებადამცველმა ვალერი გელბახიანმა გამოიტანა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 34-ე დღეა, შიმშილობს.

„ეს არის მიმართვა ქართველ ემიგრანტებს, დიდი მადლობა ყველას ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში. ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ"," - ნათქვამია მიმართვაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა