პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

პაატა მანჯგალაძე - საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას

ნახვები: 532 პაატა მანჯგალაძე - საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას

მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ! ან ვართ ერი, რომელიც არ თმობს თავისუფლებას, ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლების პოზიციასა და საქართველოში არსებულ ვითარებას.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ანტიეროვნული ხელისუფლება აგრძელებს მანიპულაციას და ქვეყნის რუსეთთან დაკავშირებას.

მისივე თქმით, ძლიერია ის ერი, რომელმაც თავისუფლება არ დათმო, ხოლო არჩევანი თავისუფლებასა და „თათქარიძისეულ განცხრომას“ შორის უნდა გაკეთდეს.

„სამწუხაროდ, ანტიქართული, ანტიეროვნული ხელისუფლება აგრძელებს მანიპულაციას და ადამიანის ემოციებით თამაშს. თითქოს თუ რუსეთს როგორც უნდა ისე არ მოვიქცევით, საქართველო ვერ გადარჩება.

არადა, გამოცდილია, დღეს განვითარებული და ძლიერია ის ერები, ვინც არ დათმო თავისუფლება ხაფანგში არსებული პურისთვის. აი, ეს არის რუსეთი ჩვენთვის და ვინც მას წარმოაჩენს ჩვენი კეთილდღეობის მთავარ წყაროდ, არის ჯაშუშ ფარცხალაძეზე უფრო საშიში საქართველოსთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, საკითხი ასე დგას, ან ვართ ერი რომელიც არ თმობს თავისუფლებას, მის სახელმწიფოებრიობას ან თათქარიძესავით ერთი განცხრომის ფასად უარვყოფთ მას. მე მჯერა, რომ პატრიოტები თათქარიძეებზე ბევრად უფრო მეტნი ვართ!“ - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა