Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ დავრჩებით საქართველოში იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება

ნახვები: 537 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ჩვენ დავრჩებით საქართველოში იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება

ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება , -ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.

„ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავად იხილა ხურვალეთში, თუ რას ნიშნავს ბაღში ბასრწვერიანი მავთულხლართის ღობის ქონა ან იმ სასაფლაოზე მისვლის შეუძლებლობა, სადაც შენი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ის ამან ძალიან შეძრა. ეს მოგონება მას თან გაყვება ბრიუსელში.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი მთავარი გზავნილი: თხუთმეტი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში საქართველოში და ფართო რეგიონში. ჩვენი ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის. ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა კარაბალისმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა