კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოფო ჯაფარიძე - ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ

ნახვები: 637 სოფო ჯაფარიძე - ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.

როგორც მან, კლინიკა „ვივამედთან“ განაცხადა, „ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.

„უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ, მიხეილ სააკაშვილია. ის პატიმრობიდანაც კი ახერხებს, ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი აბსურდული მიზეზით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის ეშინია. ბოლო თვეების განმავლობაში, ვუყურებთ, დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას როგორც დასავლელი ლიდერები, ისე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს ცივი უარი განუცხადეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. დღეს, როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, დაპირისპირების და აგრესიის დრო არ არის. ჩვენი სურვილია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა