კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი - შემაშფოთებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ მართავენ ტრენინგებს, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია

ნახვები: 559 პრემიერი - შემაშფოთებელია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აქ მართავენ ტრენინგებს, როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია

არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური სახელმწიფო უსაფროების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუს-ის განცხადება შემაშფოთებელია.

„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება ქვეყანაში არეულობა. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ საზოგადოებას ამის თაობაზე ვაცნობეთ და გავამხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ და ანტიეროვნულ ძალებს აქვთ, რომლებსაც დახმარება აქვთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ვნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა არის უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ქვეყანაში ჩამოდიან, აქ მართავენ ტრენინგებს, ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგებს. ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ალბათ, ამ ხალხმა ვერაფერი ისწავლა. ფაქტია, ანალიზს ვერ უკეთებენ. უკვე ამდენი წელი გავიდა და ისევ წარსულში არიან ჩარჩენილი. მათ ჰგონიათ, რომ ახლა 2003 წელია. ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხართ, რომ დღეს სახელმწიფო არის ძლიერი“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა