კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოსო ფხაკაძეს საწვავის გაძვირებული ფასი არ აკმაყოფილებს - „კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს“

ნახვები: 395 სოსო ფხაკაძეს საწვავის გაძვირებული ფასი არ აკმაყოფილებს - „კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს“

„ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება," - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს, „ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოში ნავთობპროდუქტების გაძვირებაზე საუბრისას.

"პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია საწვავის ფასებთან მიმართებით. რასაკვირველია, თუ შევხედავთ ექსპერტების და სხვადასხვა კომპანიის შეფასებებს, მოლოდინები აქვთ, რომ ბარელზე ნავთობი, შეიძლება, 100 დოლარის ფარგლებში ავიდეს, მაგრამ ახლა სადღაც 82-84-ის დიაპაზონშია ფასები, რაც ორჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე პანდემიის პერიოდში აქამდე იყო.

რა თქმა უნდა, ნავთობის ფასების ზრდამ ასახვა ჰპოვა ნავთობპროდუქტების ფასების მატებაზე საერთაშორისო ბაზარზე. საქართველო საწვავის იმპორტიორი ქვეყანაა და სამწუხაროდ, პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ფასების მომატებასთან საერთაშორისო ბაზრებზე. ყველანაირად ვცდილობთ, ეს მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე. ელემენტარული არითმეტიკა ვინც არ უნდა გააკეთოს, მიხვდება, რომ იმდენად გაიზარდა საერთაშორისო ფასები, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ღირებულება, მაგრამ ამას გარკვეული პერიოდი სჭირდება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი სწრაფად არ მოხდეს", - ამბობს ფხაკაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა