კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით

ნახვები: 662 გიორგი ვაშაძე - ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანია ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-თან ერთად. საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, რომ იყვნენ ეკონომიკურად ისეთივე ძლიერი, დემოკრატიულად მყარი, ისეთივე თავისუფალი და უსაფრთხო ქვეყანა, როგორიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები“, – განაცხადა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორისაც თითქმის კონსენსუსია და მათაც უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრებს შორის იხილონ.

„გვეუბნებიან, მოდით მოგვეხმარეთ, გადადგით ნაბიჯები, რათა ჩვენც დაგეხმაროთ, რათა ღია კარი უბრალოდ ღია კარი კი არ იყოს, არამედ ვიყოთ ღირსეულნი ღირსეულთა შორის, ვიყოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რა ხდება ამ დროს საქართველოში? საზოგადოება მკაფიოდ ამ პოზიციაზეა, ოპოზიცია ერთიანია და ამბობს, რომ ევროკავშირია ჩვენი მომავალი და ვხედავთ ხელისუფლებაში მოკალათებულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელიც სისტემურ და მუდმივ საბოტაჟშია ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, „დიდი ფარსი და შოუ“ უწოდა.

„სად არის საქართველოს მოქალაქის ინტერესი აქ? სად არის იმ ადამიანების ინტერესი, რომლებმაც თუნდაც თქვენ დაგიჭირათ მხარი. სად არის საქართველოს ევროინტეგრაციაში მიმავალი გზის მხარდაჭერის ინტერესი?“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა