კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ენტონი ბლინკენი - აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ

ნახვები: 534 ენტონი ბლინკენი - აშშ და ევროკავშირი უკრაინისთვის 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივების გადასაცემად სამართლებრივ საფუძველს ეძებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ეძებენ სამართლებრივ საფუძველს უკრაინისთვის 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გაყინული რუსული აქტივების გადასაცემად.

მისი თქმით, საუბარია 300 მილიარდ აშშ დოლარზე.

„ეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია და მისი უმეტესი ნაწილი რეალურად ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში. ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ, რა იურიდიული უფლებამოსილებები შეიძლება გვქონდეს, რა უფლებამოსილებები შეიძლება ჰქონდეთ ევროპელებს იმისთვის, რომ ეს აქტივები უკრაინისთვის გამოიყენონ. მე ვთვლი, თუ რაიმე გატეხე, შენ უნდა გადაიხადო. რუსებმა გატეხეს და მათ უნდა გადაიხადონ ამისთვის, ამის გაკეთების გზა იქნება ამ აქტივების გამოყენება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი. როგორც ვთქვი, რადგან აქტივების უმეტესობა ევროპაშია, ევროპელებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ ამის იურიდიული საფუძველი არსებობს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა