კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილის მხარდამჭერებს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

ნახვები: 391 „ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილის მხარდამჭერებს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს

„ვინც დღეს ცდილობს, რომ იყოს სააკაშვილის სოლიდარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამართლებს და ახალისებს იმ ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის შემოქმედებით სისტემური ხასიათი ჰქონდა," - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, რატი იონათაშვილმა

უმრავლესობის დეპუტატის თქმით სააკაშვილს უსინდისო პოზიცია აქვს

„ვისურვებდი, რომ იმ პირებს, ვინც სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, მეტი თანაგრძნობა იმ ადამიანებისა და ოჯახების წინაშე ჰქონდეთ, ვისაც აწამებდნენ და ვისი სიცოცხლის უფლებაც სააკაშვილმა მოსპო. ვინც დღეს ცდილობს იყოს სააკაშვილისადმი სოლიდარული, იმას ნიშნავს, რომ ის ამართლებს და ახალისებს ძალადობას, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლებაში სისტემური ხასიათი ჰქონდა

საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცის, რისთვის იხდის სააკაშვილი სასჯელს. ის არ აღიარებდა და დღემდე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იმ ადამიანის შეწყალებაზე, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს და არ მიიჩნევს, რომ მოქალაქეების წინაშე მცირედი გადაცდომაც კი ჰქონია, ძალიან უსინდისო პოზიციაა," - განაცხადა იონათაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა