კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას იმიტომ ბედავს, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც - გიორგი ვაშაძე

ნახვები: 526 რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას იმიტომ ბედავს, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც - გიორგი ვაშაძე

მე მინდა ივანიშვილ - ღარიბაშვილ - კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა - რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა "კუდის ქიცინმა" რუსეთის ფედერაციასთან?! - რუსეთი ოჩამჩირეში ბაზის გახსნას ბედავს იმიტომ, რომ მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისშიც, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" ლავროვის ოჯახის წევრებს საქართველოში "პურ-მარილს უშლის" და დუმს ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ბაზის განლაგების საკითხზე.

"უმძიმესი და საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის კატასტროფული საფრთხის შემცველი ინფორმაცია გახდა დღეს ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილი - ოჩამჩირეში რუსეთი აპირებს სამხედრო ბაზის განლაგებას, ამ ფონზე სრული დუმილია "ქართულ ოცნებაში." მინდა ივანიშვილ-კობახიძე- ღარიბაშვილის დაჯგუფებას მივამართო - რა მოუტანა საქართველოს თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ, თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან. ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე - ამაზეც დუმხართ და ეროვნული ინტერესების დასაცავად არაფერს აკეთებთ. ახლა მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამაზე უნდა იყოს მობილიზებული, ამ ინფორმაციით აჭრელებულია ახლა საერთაშორისო მედია, ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის საკომენტარო თემა, მთავრობაში უნდა გყავდეთ ადამიანები, ვინც პატრიოტები არიან. ლავროვს რომ ტაშ-ფანდურს უმართავთ და პურ-მარილს უშლით აქ მის ოჯახის წევრებს, პასუხი გაგცეს ახლა ამასთან დაკავშირებით. კითხვას ვუსვამ კობახიძეს, სამი დღეა ოროსანი ბავშვივით რომ ჩამოჯდა იქ, საკონსტიტუციო სასამართლოში, რას აკეთებ, გეკითხები, ეგაა შენი ფუნქცია, რომ იქ ზიხარ და სისულელეებზე საუბრობ, ივანიშვილმა მიგითითა, რომ ეგ როლი ითამაშო და უფლება არ გაქვს, გამოხვიდე იმ დარბაზიდან. ასე გატარებას აპირებთ ამის? ეროვნული ინტერესებია უზარმაზარი საფრთხის ქვეშ, თქვენ რას პასუხობთ ანექსიის პროცესს? ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გზა არის ევროკავშირი, ის ევროკავშირი, რომლის კანდიდატის სტატუსზეც პრემიერ-მინისტრი ამბობს, სიმბოლური დატვირთვა აქვსო, თქვენ ფარცხალაძის მცველები პასუხს იღებთ ახლა - რუსეთის აგენტი ფარცხალაძის დაცვის შემდეგ, აგერ სამხედრო ბაზის გახსნასაც მოგთხოვენ, ეგ არის თქვენი სახე. ახლა მთავარი კითხვაა რატომ ბედავს რუსეთი ამას? - იმიტომ, რომ მისი მარიონეტი რეჟიმი ჰყავს თბილისში და არა მხოლოდ აფხაზეთში,"-განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება“, - განაცხადა ბჟანიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. განცხადების თანახმად, მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა