კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიება დასტურდება

ნახვები: 643 დოკუმენტი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური შურისძიება დასტურდება

„ევროპული საქართველოს" წევრები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური შურისძიების დამდასტურებელ დოკუმენტაციას ავრცელებს.

დოკუმენტებით დგინდება, რომ პენიტენციური სამსახური მომსახურებას ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულებისთვის კერძო კლინიკებიდან წლებია, იღებს. მხოლოდ წელს ასეთი მომსახურებით უკვე 3 000-ზე მეტმა ბრალდებულმა ისარგებლა.

3 ნოემბერს კი, პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარეს მიმართა, დამატებით 400 000 ლარის შესყიდვა განხორციელდეს პატიმრების მკურნალობისთვის სხვადასხვა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში.

„ევროპული საქართველოს" წევრები უწყებას დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში.

"პენიტენციური სისტემა ვერ განახორციელებს ვერც ერთ შესყიდვას პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისგან თუ არ იქნება თანხმობა. პრემიერმინისტრ ღარიბაშვილისგან თანხმობა აქვს და უმატებს 400 000 ლარს ბრალდებულებისთვის და მსჯავრდადებულებისთვის, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკებში. ანუ არსებობს იმის თანხმობა, რომ თანხა დაემატოს, უბრალოდ არ არსებობს თანხმობა მხოლოდ სააკაშვილის მიმართულებით. სააკაშვილისთვის არ არსებობს ეს თანხმობა, იმიტომ, რომ ეს არის მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ეს პატიმარი არ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში", - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა, ბესიკ დონაძემ.

მიმართვის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანილი პირების მომსახურებაზე დაახლოებით 5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

უწყებას ასეთი 38 სამედიცინო დაწესებულება აქვს შერჩეული, რომელთანაც პენიტენციური ხელშეკრულებებს აფორმებს. მსგავსი ტიპის 81 ხელშეკრულება იძებნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა