პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად“ - ზურაბ გურული სააკაშვილს მიმართავს

ნახვები: 352 „ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად“ - ზურაბ გურული სააკაშვილს მიმართავს

„გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქლიდან. ეგ ტყვია ჯერ სხვა მიმართულებით არის გასაშვები. არის მომენტები, როცა პათეტიკა შემზარავად ყალბია, მაგრამ არის მომენტებიც, როცა მოვალეობა ხდება მისი გამოყენება",- ამის შესახებ „ფეიქბუქ" პოსტს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

გურული წერს, რომ ქვეყანას ცოცხალი მთავარსარდალი სჭირდება.

„ბატონო პრეზიდენტო,

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევდექით სახელმწიფოდ და საზოგადოებად. ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ ფატალური შეცდომებიდან საჭირო დასკვნების გამოტანა. ისევ გავამასხრეთ დემოკრატიის ბაზისური პრინციპები. ისევ შევილახეთ ეროვნული თავმოყვარეობა მთელი მსოფლიოს წინაშე. ვაჩვენეთ, რომ ადამიანური დიდსულოვნებისაგანაც დავცლილვართ და დიპლომატიისა და პოლიტიკის ელემენტარულ საწყისებსაც ვერ ვაკმაყოფილებთ.

თქვენ გევალებათ ბოლომდე იბრძოლოთ ქართული სახელმწიფოს პრესტიჟის დასაბრუნებლად; ვალდებული ხართ როგორც მთავარსარდალი. ჯერ არ დამდგარა იარაღის დაყრის და საფეთქელში ტყვიის დახლის დრო. თუ და როცა დადგება, გარწმუნებთ, მარტო არ იქნებით. საკმარისად დარჩნენ თავმოყვარე ქართველები ჯერ კიდევ.

გევალებათ, რადგან თქვენი წვლილიც არის ჩვენს გამარჯვებებში და დამარცხებებშიც და ვერ მოგცემთ უფლებას, ბრძოლის ველი მანამ დატოვოთ, სანამ ყველა ტყვია არ გასროლილა და სანამ თქვენი ოფიცრები ჯერ კიდევ ფეხზე დგანან.

გამაგრდით და დაუშვით იარაღი საკუთარი საფეთქლიდან. ეგ ტყვია ჯერ სხვა მიმართულებით არის გასაშვები. არის მომენტები, როცა პათეტიკა შემზარავად ყალბია, მაგრამ არის მომენტებიც, როცა მოვალეობა ხდება მისი გამოყენება.

ჩვენ ცოცხალი მთავარსარდალი გვჭირდება. წინ კიდევ ბევრი გადამწყვეტი ბრძოლაა.

სალუტ, ბატონო პრეზიდენტო! ქართული ჯარის თადარიგის ერთი რიგითი ოფიცერი, ზურაბ გურული", - წერს გურული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა