კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი - ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება

ნახვები: 548 პრემიერი - ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება

ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მალე სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება, რაც სამხრეთ კავკაზიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, თბილისი მზად არის, მიიღოს მონაწილეობა მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში.

„დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება. ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. სამშვიდობო შეთანხმება, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის. სომხეთისთვის - სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის - აზერბაიჯანელი ხალხისთვის, საქართველოსთვის - ქართველებისთვის. ჩვენ, საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის, ფასილიტაციის თუ ზოგადად მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა