კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში

ნახვები: 395 ვოლოდიმირ ზელენსკი - ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას ისრაელში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

„ამ დღეების განმავლობაში ჩვენი ყურადღება შუა აღმოსავლეთისკენაა მიმართული, ვერავინ ვერასდროს დაივიწყებს, რა ქნეს ტერორისტებმა ისრაელში. ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ; ხალხს მანქანებში ესვრიან; ქუჩები სისხლითაა დაფარული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელსა და უკრაინაში არსებულ ვითარებას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანაზე თავდასხმას ტერორისტები ახორციელებენ.

„ისრაელელებმა, ისრაელელმა იორდანელებმა, რომლებიც იყვნენ უკრაინაში, იყვნენ ბუჩაში, ნახეს იგივე ბოროტება, რაც რუსეთმა დაატრიალა. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ისრაელზე თავდამსხმელი ტერორისტული ორგანიზაციაა, ხოლო უკრაინაზე თავდამსხმელი – ტერორისტული სახელმწიფო. არსი იგივეა. თქვენ ხედავთ სისხლს ქუჩებში, იმავე სამოქალაქო მანქანებისთვის სროლას, ადამიანების ცხედრებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პასუხისმგებლობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„ირანს არ შეუძლია, თქვას, რომ არაფრის გაკეთება შეუძლია იმასთან დაკავშირებით, რაც ისრაელში ხდება. სადამდე შეიძლება, ეს ბოროტება მივიდეს?“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა