კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა“ - კუჭავა ხოშტარიაზე

ნახვები: 438 „უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა“ - კუჭავა ხოშტარიაზე

„არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა",- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, მონახულების მიზანი იყო, რომ გაეგო ჰქონდა თუ არა მოშიმშილეს ყველანაირი პირობა.

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. აქ მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ასევე ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.

არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი რატომაც მოვედი არის. რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები", - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, პარლამენტის შენობაში მესამე დღეა შიმშილობს, შიმშილის მიზანი მესამე პრეზიდენტის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნაა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა