Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში - ირაღკლი ღარიბაშვილი

ნახვები: 445 მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში - ირაღკლი ღარიბაშვილი

მინდა, წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთ ოპოზიციურ კანდიდატს, რომელმაც გაიმარჯვა დამსახურებულად არჩევნებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, განვუცხადო მას, რომ ჩვენ მთელი მთავრობა, ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან კონსტრუქციულ რეჟიმში. რა თქმა უნდა, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის.

ჩემმა ნათქვამმა საარჩევნო კამპანიის დროს გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, მაგრამ მინდა, დავაზუსტო დღეს, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. ასე რომ, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და ახლა საჭირო არის საქმეზე კონცენტრირება",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა