კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"Mona.ge" იქნება გზა საზოგადოებრივი წნეხის გაზრდის იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან - ბიბილაშვილი

ნახვები: 596 "Mona.ge" იქნება გზა საზოგადოებრივი წნეხის გაზრდის იმ ადამიანებზე, რომლებიც რუსეთს ემსახურებიან - ბიბილაშვილი

ვინ იქნება პირველი საჯარო მოხელე, რომლის სახელიც "Mona.ge"-ზე აღმოჩნდება ჯერჯერობით უცნობია - თუმცა, როგორც ზურა ჯაფარიძე ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ დღეს პირველი ადამიანის სახელი გახდეს ცნობილი.

პოლიტიკური ფონდ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარის, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობლივი ვებგვერდი იმ ადამიანებზე ლეგიტიმური საზოგადოებრივი წნეხის გაზრდის შესაძლებლობა იქნება, რომლებიც რუსეთს შეგნებულად ემსახურებიან.

"ეს პროექტი იქნება გზა, რომ ლეგიტიმური საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდოს იმ ადამიანებზე, რომლებიც შეგნებულად ემსახურებიან რუსებს, შეგნებულად იჭერენ აქტივისტებს, რომელთაც უნდათ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია მოხდეს. როგორც საფრანგეთში კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში ხალხმა თითის საჩვენებლად იცოდა, ვინ იყო საკუთარი საზოგადოების და ქვეყნის წინააღმდეგ, ასე უნდა იცოდნენ ახლაც" - აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილი.

ელენე ხოშტარიასა და ზურა ჯაფარიძის ერთობლივი პროექტი "მონა.ჯი", რომელიც რუსეთის სისტემის დანგრევას ისახავს მიზნად, უკვე ჩაეშვა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა