კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედია - ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ნახვები: 510 მედია - ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ისრაელი სირიის დედაქალაქ დამასკოსა და ქალაქ ალეპოს აეროპორტებს დაესხა თავს, - ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო თავდასხმამ აეროპორტების დასაჯდომ-ასაფრენი ბილიკები დააზიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმების საპასუხოდ სირიის საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თვითმფრინავი, რომლითაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი სირიაში მიემგზავრებოდა, დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე ისრაელის თავდაცვის ძალების თავდასხმის გამო, იძულებული გახდა თეირანში დაბრუნებულიყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა