კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“ - მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ - ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო

ნახვები: 501 იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“ - მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ - ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო

წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ - ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას თამაშობს, რათა მისი მეშვეობით, დაკარგული პროდასავლური ელექტორატი დაიბრუნოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იქ „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტში პროცესის გაგრძელებას, რაღაც არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, რომ პრეზიდენტი ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე გადააგდონ და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაუვარდა, ზურაბიშვილის მეშვეობით უკან დაიბრუნონ. მე მგონია, ეს არის ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც ასე მდორედ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო. „ქართულ ოცნებას" რომ იმპიჩმენტი უნდოდეს, იმდენი ადამიანი მეგულება ოპოზიციაში, ოდნავ მატერიალურად რომ წახმარებოდნენ, მზად იყვნენ და შეუძლებელია ეს არ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისთვის არ იბრძვიან, წუწკად იქცევიან და შესაბამისად, არც სურვილი აქვთ იმპიჩმენტის,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა