პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ევა გოცირიძე - თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში - კანონზე მაღლა არავინ დგას

ნახვები: 608 ევა გოცირიძე - თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში - კანონზე მაღლა არავინ დგას

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ევა გოცირიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

ამ განცხადებით ევა გოცირიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენა შეაფასა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუკი საქართველო მოახდენს სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედებენ, მაშინ საქართველოს ადგილი „მართლა არ ყოფილა ევროკავშირში“.

„მე მიმაჩნია, რომ თუკი საქართველო მოახდენს კონსტიტუციის უგულებელყოფას, სამართლის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფას და თავის ნებაზე მიუშვებს იმას, რომ თანამდებობის პირებმა, მათთვის კონსტიტუციით მკაცრად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იმოქმედონ, თვითნებურად იმოქმედონ, მაშინ ჩვენი ადგილი მართლა არ ყოფილა ევროკავშირში.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი არ დაადგინა, დარჩა იმ პრინციპის ერთგული, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას“, - განაცხადა გოცირიძემ.

კითხვაზე, აქვს თუ არა იმის მოლოდინი, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას მხარი დაუჭირეს, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს, გოცირიძე ასე პასუხობს: „თუკი კონსტიტუციის ერთგულება სანქციებს იმსახურებს, მაშინ ცუდად ყოფილა მთელი ევროპის საქმე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა